რუბრიკები
ახალგაზრდები ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესში ერთვებიან
ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა და მისი მოგარების გზებზე–ახალგაზრდებმა და უფროსი თაობის წარმომადგენლბმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის ორგანიზატორები საინიციატივო ჯგუფის „მშვიდობის პროექტი“ წევრები, ამერიკის შეერთებული შტატების ლიბერალური განათლების კოლეჯის სტუდენტი ელენე გვილია და საქართველოში პროექტის ფარგლებში ჩამოსული უცხოელი მოხალისეები იყვნენ. ომის საკითხზე გამართული დისკუსია 23 დღიანი პროექტის დასკვნითი ნაწილია, რომელსაც წინ უსწრებდა პროექტის საგანმამანთებლო და სამედიცინო ეტაპი.პროექტის „მშვიდობის დარგში“ საგანმამანათლებლო ეტაპის ფარგლებში ბავშვებისთვის ორკვირიანი საზაფხულო სკოლა გაიხსნა.მეორე ეტაპი მიზნად კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ისახავდა. პოლიტიკური კონფერენციის სახით ჩატარებული დასკვნითი ნაწილის მიზანი ახალგაზრდებსა და უფროს თაობას შორის ინფორმაციის გაცვლა და ომისა და მშვიდობის საკითხთან დაკავშირებით ჯანსაღი აზრის ჩამოყალიბება იყო. პროექტის ორგანიზატორმა ელენე გვილიამ იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდებმა უხუცესებისგან უამრავი ინფორმაცია მიიღეს და ამ გამოცდილების საფუძველზე შეეცდებიან ბევრი კარგი საქმე გააკეთონ საქართველოსთვის. „შეხვედრაზე ძირითადი დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან ომის დაწყების მიზეზებმა გამოიწვია, მათ აინტერესებდათ თუ რა გახდა აფხაზეთის ომის დაწყების მიზეზი,საზოგადოებამ ამ მიზეზებს სხვადასახვაგავრი შეფასება მისცა და ეს საბოლოოდ საინტერესო დისკუსიაში გადაიზარდა“-განაცხადა შეხვედრის მონაწილემ, „ცენტრი აფხაზეთის“ წარმომადგენელმა ირაკლი ცანავამ. პროექტის დადებით მხარეებზე და შეძენილ გამოცდილებაზე კომენტარი ერთ-ერთმა მონაწილემ #2 საჯაროს სკოლის მოსწავლემ გვანცა გვილიამ გააკეთა. „ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევიძინეთ ამ პროექტიდან, კმაყოფილები ვართ შეხვედრით და სურვილი გამოვთქვით, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს.“
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.