რუბრიკები
სამეგრელოში დაზარალებული ადამიანები კომპენსაციის თანხას მიიღებენ
პარტია “თავისუფალი საქართველო", რომლის ბიურო ახლახანს ზუგდიდში გაიხსნა, სამეგრელოს მასშტაბით იწყებს იმ ადამიანების რეგისტრაციას, რომლებსაც 92–93 წლებში საქართველოში მაშინ არსებულმა უკანონო შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “მხედრიონი“ მატერიალური ზიანი მიაყენა. „მხედრიონის“მიერ გადამწვარი და გაძარცვული სახლები–ზუგდიდის რაიონის სოფლებში დღესაც ისე გამოიყურება, როგორც ეს 19 წლის წინ იყო. 1993 წლის 16 ნოემბერს „მხედრიონმა“ სოფელ დარჩელში 27 საცხოვრებელი სახლი გაძარცვა და გადაბუგა. დაზარალებულ ადამიანებს დღემდე კომპენსაციის თანხა არ მიუღიათ. სოფელი–დარჩელი კლასიკური მაგალითია ამ ფაქტის, თუმცა, სამეგრელოს მასშტაბით ბევრი დაზარალებული ადამიანი ცხოვრობს. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის კანონი საქართველოს პარლამენტში 2005 წლიდან მოქმედებს–აცხადებს პარტია „თავისუფალი საქართველოსთვის“ ლიდერი კახა კუკავა, რომლის თქმით ყველა დაზარალებულ ადამიანს ეკუთვნის ფინანსური და მატერიალური კომპენსაცია. ზუგდიდის პარტიის ოფისში კი უზრუნველყოფენ,რომ ამ კატეგორიის ადამიანებმა მიიღონ სამართლებრივი დახმარება. ამავდროულად დაეხმარონ მათ შესაბამისი საბუთების მოგროვებაში, რომ მოხდეს პირის დაზარალებულად ცნობა. ამ მომსახურებას კი პარტიის ოფისში ამ ადამიანებს უსასყიდლოდ გაუწევენ. პარტიის ადგილობრივი ბიუროს ხელმძღვანელი დემურ ანთია რადიო „ათინათთან“აცხადებს, რომ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პირველ რიგში  სოფელ დარჩელის მოსახლეობას, მათ უნდა მიიღონ მატერიალური და ფინანსური დახმარება, რომელიც წლებია ჭიანურდება. დარჩელის გამგეობის მთავარი სპეციალისტი რადიო “ათინათთან“ აღნიშნავს, რომ სოფლის დაზარალებული ადამიანები წლების წინ გარკვეულ თანხას რებულობდნენ სახელმწიფოსგან, თუმცა თანხის ოდენობა მას არ დაუკონკრეტებია. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანია სამეგრელოში 90–იან წლებში დაზარალებული არ არსებობს. ავტორი: თეა შონია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.