Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/BIB.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/BIB.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/BIB.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/BIB.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
რა პრობლემებია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ და მის მართვაში შემავალ ბიბლიოთეკებში
ა.ა.ი.პ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და მის მართვაში შემავალი სოფლის ბიბლიოთეკების მონიტორინგის შედეგები დღეს, 28 სექტემბერს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განიხილეს. მონიტორინგი „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ მიერ ჩატარადა და მისი მიზანი ბიბლიოთეკებში არსებული სიტუაციის ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება იყო. მონიტორინგის ცენტრის მიერ მოკვლევა სოფლის 16 და ქალაქის 2 ბიბლიოთეკაში ჩატარდა. ანგარიშში მითითებულია, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ვიზიტი სამუშაო დღეებში ხორცილედებოდა, თუმცა 8 მათგანი დაკეტილი იყო, ბიბლიოთეკარები კი ადგილზე არ იმყოფებონენ. ხოლო ბიბლიოთეკები, რომელთა შესწავლაც მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა შესძლეს მწვავე პრობლემების წინაშე დგას. როგორც ანგარიშშია მითითებული შენობა-ნაგებობების ფიზიკური მდგომარეობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ არის დამაკმაყოფილებელი, არსებული ინვენტარი კი მოძველებულია. ბიბლიოთეკების უმრავლესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ვინაიდან ის რომ შენობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს, ამიტომ ვერ ხერხდება მათთვის ბილინგის მისამართის მინიჭება, რის გამოც გამრიცხველიანება შეუძლებელია. ელექტროენერგიის უქონლობა კი სხვა პრობლემებს განაპირობებს, შეუძლებელი ხდება კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობა და საცავებში ტემპერატურის თანაბარ დონეზე შენარჩუნება. ასევე არ არის მოწყობილი ვენტილაციის სისტემა. ბიბლიოთეკების უმრავლესობა არ არის აღჭურვილი კომპიუტერული სისტემით. შენობები არ არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებთან. მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლის ნუგზარ გაბელიას თქმით ერთ-ერთ მწვავე პრობლემას ასევე წარმოადგენს ბიბლიოთეკაში წიგნების არასაკმარისი რაოდენობა. შესწავლილ ბიბლიოთეკებში 3-დან 14 ათასამდე წიგნი ინახება. წიგნადი ფონდის შევსება კი 3-4 თვეში ერთხელ ხდება და ყოველწლიურად თითოეული ბიბლიოთეკა საშუალოდ 50 წიგნს იღებს. დაცული წიგნების უმრავლესობას მხატვრული ლიტერატურა შედგენს, არსებული დარგობრივი , სამეცნიერო ნაშრომების თითქმის 100% კი საბჭოთა პერიოდშია გამოცემული. ასევე ანგარიშში ნათქვამია, რომ სოფლის რამდენიემე ბიბლიოთეკაში და მოქალაქის სახლში დაცული წიგნები სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფოდ უსაფრთხო ადგილას საჭიროებს გადატანას. ზუგდიდის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ კი სუბსიდიის სახით ზუგდიდის მუნიციპალიტეტისაგან მიმდინარე წელს 300 ათასი ლარი მიიღო. აქედან ხარჯების ძირითადი ნაწილი 204 360 ლარი შრომის ანაზღაურებისთვის იხარჯება, 25 700 ოფისის ხარჯებისთვის, 4 500 - წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, სხვა დანარჩენი კი საქონლისა და მომსახურების შესაძენად. იმის გამო რომ ბიბლიოთეკები ცენტრალიზებული სისტემით იმართება მათ არ აქვთ დამოუკიდებლი ფუნქციონირების საშუალება მათი საორგანიზაციო საქმიანობებისთვის წელიწადში საშუალოდ 200 ლარია გამოყოფილი. როგროც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ „წიგის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ გამგეობის წევრმა ზვიად კავარაცხელიამ აღნიშნა, კულტურული აქტივობებისა და ღონისძიებების სიმცირე არის სწორედ მკითველის ნაკლებობის გამომწვევი მიზეზი. მისვე თქმით ბიბლიოთეკის მკითხველის გაზრდაზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა იზრუნოს, პირველ რიგში უნდა გაიზარდოს ბიბლიოთეკების ბიუჯეტი, რომელიც უნდა მოხმარდეს უახლესი წიგნების შეძენას, ასევე მოეწყოს ინტერნეტ კაფეები და სხვადსხვა წიგნების პრეზენტაციები, რაც ხელს შეუწყობს ბიბლიოთეკის როგროც კულტურული ცენტრის პოპულარიზაციას. მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელი ნუგზარ გაბელია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურების მიერ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლებისთვის საჭირო თანხის გაზრდა და სარემონტო სამუშაოების შესრულება. ასევე საბიუჯეტო პროცესში, დაგეგმვის დროს პრიორიტეტულ დოკუმეტში იმ თანხის გათვალისწინება, რომელიც მინიმუმ სამ წლიან პერსპექტიბვაში ამ პრობლემებს მოაგვარებს. ბიბლიოთეკის დირექტორი აცხადებს, რომ არის პრობლემები რომელებიც წლების განმავლობაში დაგროვდა, იგი აღნიშნავს, რომ ბიბლიოთეკა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სარგებლობს. ამჟამად ბიბლიოთეკის ბიუჯეტი 308 ათას ლარს შეადგენს. მათი პრობლემების შესახებ კი თვითმმართველობა იმფორმირებულია. მონიტორინგის ცენტრის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში განვითარების სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზეც არის საუბარი, რაც როგროც ცენტრალური ბიბლიოთეკის ასევე ფილიალების განვითარებასაც გულისხმობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.