საერთაშორისო ფესტივალს "სიმღერა სამეგრელოზე" ხობი წელს მეექვსედ მასპინძლობს. ფესტივალში მონაწილეობდნენ შემსრულებლები რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ლიტვიდან. მეგრულად ამღერდნენ ინგილოები, ოსები და აფხაზები.გალა კონცერტის სლოგანი იყო "მზიურის ფესვებიდან". წლევანდელი ფესტივალი სწორედ ანსამბლ "მზიურს" ეძღვნება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ხობი", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი. აღიშნული ღონისძიების ფარგლებში, წელს სამი საფესტივალო წიგნიც გამოიცა.
დღეს კი ხობში ბევრ საპატიო სტუმარს ელოდებიან. ფესტივალი საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იმართება და მას თავად უწმინდესიც დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები