რადიო "ათინათის" ვებგვერდზე განთავსებულ ინტერაქტივში თუ როგორ აფასებენ პრემიერ მინისტრის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, გამოკითხულთა 46 % დადებითად 22% უარყოფითად აფასებს ხოლო 33% საერთოდ არ აინტერესებს. აღნიშნულ საკითხზე რადიო "ათინათმა" ქუჩის გამოკითხვაც ჩაატარა. გამოკითხულთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს წინასაარჩევნო დაპირებიდან ნაწილიც არ შეუსრულებია და მისი მხრიდან უსამართლობა იქნება ამ ეტაპზე მთავრობიდან წასვლა. ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს რომ პრემიერი სამოქალაქო საზოგადოებიდან ქვეყნისთვის უფრო მეტ საქმეს გააკეთებს ვიდრე პოლიტიკაში ყოფნით . გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფიქრობს რომ ივანიშვილი კარგი ბიზნესმენია და მისი ადგილი პოლიტიკაში არაა.
მასალის გამოყენების პირობები