რუბრიკები
ზუგდიდში „ამომრჩეველთა ლიგის“ ოფისი დაფუძნდა
დღეს ზუგდიდში „ამომრჩეველთა ლიგის“ რეგიონული ოფისი ოფიციალურად დაფუძნდა. „ამომრჩეველთა ლიგა“ 1 აგვისტოს ჩათვლით  სიების დაზუსტების მიზნით „კარდაკარის“ ალტერნატიულ პროგრამას იწყებს. ოფისის პრეზენტაციას „ამომრჩეველთა ლიგის“ დამფუძნებელი კოკა გუნცაძე ესწრებოდა. "ამომრჩეველთა ლიგა" არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით იფუნქციონირებს, არ გააჩნია პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და იგი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს საზოგადოების აქტიურობას საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისთვის ბრძოლაში. ზუგდიდში „ამომრჩეველთა ლიგის“ ხელმძღვანელად დავით სორდია დაინიშნა. ”არჩევანის უფლებას ვერავინ ვერ წაგვართმევს და რაც უფრო მეტნი ვიქნებით ერთად ამ უფლების დასაცავად, მით უფრო მალე მივაღწევთ იმ მიზანს, რომელსაც ყველანი ვეტრფით - ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის აღმავლობას. ამიტომ ბუნებრივია, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ უფლების დასაცავად და ამ უფლების მოსაპოვებლად. ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამომრჩეველთა უფლებების დასაცავად“ აცხადებს კოკა გუნცაძე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.