Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/1234079_1389412411290511_1431708264_n1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/1234079_1389412411290511_1431708264_n1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/1234079_1389412411290511_1431708264_n1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/1234079_1389412411290511_1431708264_n1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდის განვითარების ფონდი - ვის დაეხმარება „ერთსულოვნება“
ზუგდიდის განვითერების ფონდი „ერთსულოვნება“ სულ რამდენიმე დღის წინ დაარსდა. ფონდის დაარსების იდეა ეკუთვნის კოსტანტინე კაკავას, თაზო ფაცაციას, დავით შამათავას, გიორგი ჩიქოვანს, დიაკონი დიმიტრი ვეკუას და ა.შ. როგორც „ერთსულოვნების“ ხელმძღვანელები ამბობენ,  ფონდი საქველმოქმედო იქნება და იქ შესული თანხები, მთლიანად, ზუგდიდის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების განვითარებას მოხმარდება. კერძოდ, ფონდი ხელსშეუწყობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების სოციალური პირობების გაუმჯობესებას,   გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ხელოვანებს, დევნილებს, მარტოხელა მოხუცებს, შ.შ.მ  პირებს და ა.შ. ფონდი „ერთსულოვნება“ ასევე ორიენტირებული იქნება ობოლ, მზრუნველობა მოკლებულ და სოციალურად დაუცველი ბავშვების განათლების მიღებასა და მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენაზე. გარდა ამისა „ერთსულოვნება“ ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს დააკვირდება და ანალიზის საფუძველზე დაინტერესებულ პირებს თუ ორგანიზაციებს რეკომენდაციებს შესთავაზებს. ზუგდიდის განვითარების ფონდის, „ერთსულოვნების“ პრეზიდენტი გიორგი შამათავა რადიო „ათინათთან“ საუბარში ამბობს, რომ ფონდს, წევრებთან და სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად, მრჩეველთა საბჭოც ეყოლება.  მისვე თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ფონდს ფულის შესწიროს. „პირველ რიგში ვულოცავ ზუგდიდს „ერთსულოვნების“ დაარსებას. მოვუწოდებ ყველას, ბიზნესმენებს, საჯარო მოხეელებს, მოქალაქეებს ერთად დგომისკენ. ამის გარეშე ეს ფონდი ვერ იარსებებს“, - ამბობს დავით შამათავა. ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი კოსტანტინა კაკავას თქმით, ისინი უკვე დაუკავშირდნენე საზრვარგარეთ მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს, რომლებისგან, მისივე თქმით უდიდესი მხარდაჭერა მიიღეს. „მე ვისურვებდი, რომ ფონდის ბიუჯეტი მილიონი იყოს, ეს ზუგდიდს ნამდვილად სჭირდება. თუ ერთად დავირაზმებისთ ყველაფერი გამოგვივა. საქველმოქმედო ფონდი „ერთსულოვნება“ იქნება იქ სადაც პრობლემა გამოიკვეთება,“ - უთხრა რადიო „ათინათს“ კოსტანტინე კაკავამ. ზუგდიდის განვითარების ფონდის, „ერთსულოვნების“ პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.