საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩემი პროექტია და რა თქმა უნდა კავშირში ვართ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ბიზნესმენმა თეიმურაზ ქარჩავამ განუცხადა. მისივე განმარტებით, ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყების თარიღზე და სხვა დეტალებზე მოლაპარაკებები მალე დაიწყება.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან და პირადად ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაში, რომელიც კარგად აანალიზებს ყველაფერს, პრობლემები არ მექნება. მოვა დრო და სამართიანობაც აღდგება და ყველაფერი თავის ადგილას დადგება“, - ამბობს თეიმურაზ ქარჩავა
ამასთან, ქარჩავა ამბობს, რომ ანაკლიაში, სადაც პორტი უნდა აშენდეს, მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა აცხადებს, რომ პრობლემები მოსახლეობის სასიკეთოდ მოგვარდბა.
„ორი აზრი არ არსებობს, რომ მოსახლეობას კომპენსაციები უნდა დაურიგდეს“, - აცხადებს თეიმურაზ ქარჩავა.
ცნობისთვის, ანაკლიაში სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ნებართვა შპს „ანაკლია პორტმა“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2009 წლის 20 ოქტომბრის № 732 განკარგულების საფუძველზე მიიღო. ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა 20013 წელს უნდა დასრულებულიყო და მასში 5–6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო. პროექტი „ანაკლია პორტი“ საზღვაო ნავსადგურის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული და საინჟინრო მომსახურების მშენებლობას მოიცავდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის სექტემბის თვეში შპს „ანაკლია პორტს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში უჩივლა. უწყება შპს-გან 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შპს „ანაკლია პორტს“ 240 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.
ბიზნესმენი თეიმურაზ ქარჩავა აცხადებს, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო, რადგან მის საკუთრებაში ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები შეიჭრნენ და „ლაზიკა პორტის“ მშენებლობა დაიწყეს.
მასალის გამოყენების პირობები