Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/LEVANI-MZA.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/LEVANI-MZA.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/LEVANI-MZA.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/LEVANI-MZA.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
რესეურსცენტრის ყოფილი თანამშრომელი თანამდებობაზე აღდგენას და ხელმძღვანელის მოხსნას მოითხოვს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის გენინსპექციის ყოფილი  უფროსი ლევან თორია თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. ის ასევე პროკურატურას ზუგდიდის საგანმამანათლებლო რესურს-ცენრტის ხელმძღვანელის, ლელა ქებურიას პოსტიდან გათავისუფლებას და განათლების სამინისტოს გენინსპექციის ყოფილი უფროსის  ლაშა აბაშიძის საქმის გამოძიებას სთხოვს. ლევან თორია აცხადებს, რომ  დაკავებული თანამდებობის დატოვება ლაშა აბაშიძემ  მოსთხოვა, მაგრამ, უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, მისივე თქმით, საქმეში სამართალდამცავები ჩაერივნენ. თორიას განმარტებით, ის სახლიდან  სამართალდამცავებმა წაიყვანეს და 8 საათის განმავლობაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს განყოფილებაში ჰყავდათ. „როცა მიხვდნენ, რომ მსგავი მეთოდებით არაფერი არ გამოუვიდოდათ, ზუგდიდის საგანმამანათლებლო რესურსცენრტის ხელმძღვანელს ლელა ქებურიას დაავალეს, რომ ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაეწერა. რაც სრული უკანონობა იყო“,-აცხადებს ლევან თორია. თორიას განმარტებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი მხილოდ ის იყო, რომ იგი კრიტიკულად იყო განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და ხმამაღლა აფიქსირებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბაჩო ახალაია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ. „გათავისუფლების ბრძანება გასცა მარგველაშვილმა, რომელსაც ინფორმაცია მიაწოდა ისეთმა სამარცხვინო პოროვნებამ, როგორიც კახა მიქაიაა“,-აღნიშნა თორიამ მისივე თქმით თორიამ აღნიშნულ საკითზე  ზუგდიდის სასამართლოს მიმართა, რომელმაც მისი არგუმენტები არ გაიზიარა და გათავისუფლების ბრძანება ძალაში დატოვა. თორიამ ზუგდიდის სასამართლო განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სადაც , როგროც თვითონ ამბობს  გათავისუფლების ბრძანება ბათილად სცნეს და  ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს ახლი ბრძანების გამოცემა დაევალა . თორია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ თითქმის 2 თვე გავიდა მაგრამ რეაგირება სამინისტროს მხრიდან არ ყოფილა. ლევან თორიას საქმესთან დაკავშირებით, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცნტრის ხელმძღვანელი ლელა ქებურია აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლომ თორიას გათავისუფლების შესახებ მტკიცებულებები არასაკმარისად ჩათვალა და ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებითი მტკიცებულებების მოძიება დაავალა.  ადმინისტრაციული ორგანო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.