Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/фотография.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/фотография.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/фотография.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/фотография.jpg" not exists.
რუბრიკები
ნონა უბილავა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სამართლებრივ დასჯას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის" წარმომადგენელი ნონა უბილავა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. დღეს, 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ნონა უბილავამ დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, დევნილთა ხელახალი რეგისტრაციის პროცესის არასწორად წარმართვაში და დევნილი მოსახლეობისთვის ფინანსური ზარალის მიყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, „გალის მოსახლეობას სიცოცხლის ფასად უჯდება ხელახალი რეგისტრაციის გავლა.“ მან ამის ერთ-ერთ მაგალითად, სამი დღის წინ ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი, ვაინა ბაღიშვილი მოიყვანა. "ბაღიშვილი რეგისტრაციიდან ბრუნდებოდა, როცა სროლის ხმა გაიგო მას უთხრეს, რომ რუსები მოდიოდნენ რის შედეგადაც იგი ადგილზე გულის შეტევით გარდაიცვალა", -ამბობს ნონა უბილავა. ნონა უბილავას ინფორმაციით, ამ დროსთვის 100-მდე დევნილის ყალბი მოწმობაა ამოღებული, რაც წელიწადში დახლოებით 25 000-ლარის ოდენობის ეკონომიას უდრის. მისივე თქმით, სახელმწიფომ კი ამ თანხის ასანაზღაურებლად გალის მოსახლეობისგან 2 მილიონი ლარი ამოიღო. უბილავა ასევე აღნიშნავს, რომ დე-ფაქტო მთავრობამ ბიუჯეტი იმ ჯარიმების მეშვეობით, რომელსაც გალიდან გადმოსული მოსახლეობა საზღვარზე იხდის, 5 მილიონი რუბლით შეავსო. “მე ვითხოვ რომ ბატონი მინისტრის წინააღმდეგ იქნეს აღძრული სისხლის სამართლის საქმე 332-3 მუხლით, რაც თავისულების 11 წლამდე აღკვეთას ითვალსიწინებს. ვიანიადან ეს არის უკანონო და უსამართლო ქმედება, რომელიც დევნილთა სამინისტროსგან ხორცილედება დევნილების მიმართ“,-აღნიშნა უბილავამ. მან ასევე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც რეგისტრაციის პროცესში არიან ჩართულები სახელფასო ანაზღაურების ორმაგი ოდენობით აღებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს კანონდარღვევაა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.