Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/ზვიად-მალაზონია-ყავოსფერი-სპორტულ-ფეხსაცმელში-ჯინსებსა-და-შავ-ქურთუკში-ზურგით-შებრუნებული.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/ზვიად-მალაზონია-ყავოსფერი-სპორტულ-ფეხსაცმელში-ჯინსებსა-და-შავ-ქურთუკში-ზურგით-შებრუნებული.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/ზვიად-მალაზონია-ყავოსფერი-სპორტულ-ფეხსაცმელში-ჯინსებსა-და-შავ-ქურთუკში-ზურგით-შებრუნებული.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/ზვიად-მალაზონია-ყავოსფერი-სპორტულ-ფეხსაცმელში-ჯინსებსა-და-შავ-ქურთუკში-ზურგით-შებრუნებული.jpg" not exists.
რუბრიკები
"გამჭირვალობა" ზუგდიდში მარგველაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩენო კომისიას საჩივრით მიმართავს
9 ოქტომბერს, ზუგდიდში კოალიცია „ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთარობო ორგანიზაცია "გამჭირვალობამ" შეხვედრაზე გამოვლენილი შესაძლო დარღვების შესახებ დღეს, 11 ოქტომბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. "გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებოდა გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაიაც, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლებს განუცხადა, რომ პოლიტიკურ აქტივობებში კანონიერად მონაწილეობის მისაღებად 9 ოქტომბერს შვებულება აიღო. აქციაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კიდევ ერთი თანამშრომელი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი თადეოზ ფაცაცია, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ აქციაზე ყოფნის უფლება ჰქონდა, რადგან შვებულებაზე განცხადება დაწერა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული წერილით დასტურდება, რომ ორივე საჯარო მოხელე შვებულებაშია და შესაბამისად, მათ პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობით საქართველოს კანონმდებლობა არ დაურღვევიათ" – ნათქვამია "გამჭირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში. "რაც შეეხება შესაძლო კანონდარღვევებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აქციაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი ზვიად მალაზონიაც დააფიქსირა. გაირკვა, რომ მას შვებულების თაობაზე განცხადება დაწერილი არ აქვს, რაც საფუძველს გვაძლევს განვაცხადოთ, რომ ამ საჯარო მოხელემ დაარღვია საქართველოს საარჩევნო კოდექსი. ასევე აქციის დასრულების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭაქვინჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვალერიან ხუბულავა იმყოფებოდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან, რომელთა მეშვეობითაც მოხდა აქციაზე მყოფი პირების ტრანსპორტირება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბრისას ვალერიან ხუბულავამ განაცხადა, რომ აქციაზე არ იმყოფებოდა, ზემოაღნიშნული გარემოება გვაფიქრებინებს, რომ ის შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო აქციის ორგანიზების პროცესში. ამ ორ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენი ორგანიზაცია საჩივრით ცენტრალურ საარჩენო კომისიას მიმართავს" – აღნიშნულია "გამჭირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში. თემაზე ვრცლად:
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.