მისივე, თქმით მოქმედი ხელისუფლების პირობებში რეფორმირება და განახლება შეუქცევადი პროცესია.
„ჩვენ უარი ვთქვით პოლიტიზირებულ მმართველობაზე ჩვენს სისტემაში, რითაც ქვეყანაში სიმშვიდე და თავისუფლება გავხადეთ რეალური და არა მოჩვენებითი“,- აღნიშნა მინისტრმა ღონისძიებაზე.
შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაწეული ღვაწლისა და სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, ღონისძიების დასრულების შემდეგ ღარიბაშვილი მოქალაქეებს გაესაუბრა.
ერთ-ერთმა მათგანმა მინისტრს ყოფილი ხელისუფლების დროს შინაგანი ჯარიდან გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და „სამართლიანობის აღდგენაში“ დახმარება სთხოვა.
მინისტრს ზუგდიდში ასევე, დაღუპული პოლიციელების მემორიალის გახსნა სთხოვეს.
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები