„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძის რეგიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში , დავით ქანთარიამ დღეს მხარდამჭერებს ბურჯანაძის საპრეზიდენტო პროგრამა გააცნო.
პროგრამაში ქვეყნის წინაშე არსებული უმთავრესი ამოცანების გადასაჭრელად განსახორცილებელ ღონისძიებებს შორის პრიორიტეტული ადგილი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლას, საერთაშორისო ურთიერთობების მოწესრიგებას, ქვეყნის გამთლინებასა და განათლებისა და კულტურის განვითერებას ენიჭება. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოციალური ჯანდაცვის სფეროს უზრუნველყოფას.
ბურჯანაძე ზუგდიდს სავარაუდოდ 19 ოქტომბერს ეწვევა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მასთან შესახვედრად ზუგდიდში 7 000-ზე მეტი ადამინი გამოვა.
დავით ქანთარია ასევე აღნიშნავს, რომ მას იმედები გაუცრუვდა, როცა ზუგდიდში პრემიერთან შეხვედრაზე მხოლოდ ათას სამასი ადამიანი შეიკრიბა.
„ ერთი წელი არ ჩამოსულხარ სამეგრელოში და კითხულობ, სად არის ეს ხალხიო, ასეც არ შეიძლება. თითქმის არ აღმდგარა სამართლიანობა.“-აღნიშნა ქანთარიამ
მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გაჯანსაღება და სოციალური სამართლიანობის აღდგენაა.
„სამწუხარო რელობაა ის, რომ უამრავი ადამინი იქნა ციხეებში გამოკეტილი. განსაკუთრებით რეპრესიული მანქანა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ბირთვი აწარმოებდა შეეხეო სამეგრელოს, უამრავი პრობაციონერი და ჩინოვნიკი იქნა დაკავებული სამგრელოში სრულიად უმიზეზოდ, მხოლოდ იმიტომ რომ ასე სურდა როლანდ ახლაიას, რომელიც თვითონ არის კორუმპირებული და მექრთამე, მან უამრავი ქონება დააგროვა სხვის ხარჯზე, ის იჭერდა ჩვენი კუთხის წარმომადგენლებს და ამით იწონებდა თავს“,- აღნიშნა ქანთარიამ.
მასალის გამოყენების პირობები