Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/cms-image-000003866-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/cms-image-000003866-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/cms-image-000003866-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/cms-image-000003866-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ყოფილი პატიმარი ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესზე: გაგვაშიშვლებდნენ და დაგვცინოდნენ
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 15 ოქტომბერს ციხის ყოფილი უფროსის ამირან ჯანაშიასა და ციხის თანამშრომლის რომეო როგავას სასამართლო პროცესი გაიმართა. მათ ბრალი წამებასა და არდამიანურ მოპყრობაში ედებათ. დღევანდელ პროცესზე 10-მდე მოწმე დაიკითხა. მოწმეებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი ამირან ჯანაშია, რომეო როგავა და სხვა თანამშრომლები პატიმრებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, რევაზ ხულორდავამ, რომელიც სასჯელს ზუგდიდის ციხეში იხდიდა, სასამართლოს განუცხადა, რომ პატიმრების ცემას ზუგდიდის # მე-4 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სისტემური ხასიათი ჰქონდა. მისივე განმარტებით, ციხეში პატიმრების ცემის შესახებ ბრძანებებს ხშირ შემთხვევაში ამირან ჯანაშია გასცემდა. „ყველა ერთად გავყავდით კამერიდან, ყველაფრის გახდას გვიბრძანებდნენ, საცვლისაც კი... შემდეგ დაგვაჩოქებდნენ და ზურგის მხრიდან გვცემდნენ. ზურგით ვიყავი და კოკრეტულად არ ვიცი ვინ გვცემდა...ამ პროსცეში იქვე იდგა ჯანაშია და მითითებებს იძლეოდა. ერთ-ერთი ასეთი სცემის დროს ხელი მომტყდა“, - უთხრა სასამარლოს სენაკის საკრებულოს წევრმა რევაზ ხულორდავამ. ხულორდავამ სასმართლო პროცესზე ასევე განაცხადა, რომ ეს არ იყო ჯანაშიას ან როგავას ბრალი, მისივე ქმით, ეს იყო რეჟიმის ბრალი . ზუგდიდის ციხის ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა ზურაბ ხარბედიამ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას საკუთარი თვალით არსოდეს უნახავს, თუ როგორ სცემდნენ პატიმრებს ზუგდიდის ციხეში. თუმცა მისივე თქმით, მას პატიმრების სცემის შესახებ სმენია. აღსანიშნავია, რომ, როდესაც ხარბედია სასამართლო სხდომის დარბაზს ტოვებდა მან ბრალდებულებს წარმატებები უსურვა. ხარბედიასგან განსხვავებით, დავით ჩიქობავამ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ პატიმრებს, ხშირ შემთხვევაში, უშუალოდ ამირან ჯანაშია და რომეო როგავა სცემდნენ და აგინებდნენ. მისივე თქმით, რომეო როგავას ზედმეტ სახელად „ჯეკს“ ეძახდნენ, რადგან ძლიერად ურტყამდა. „გავაშიშვლებდნენ და გვიყურებდნენ, აბა ვინ არის ნახმარი და ვინ არაო... მერე დაგვცინოდნენ“, -უთხა სასაამრთლოს ყოფილმა პატიმარმა დავით ჩიქობავამ. ბრალდებულების ადვოკატი იოსებ ჯანაშიამ რადიო „ათინათთან“ საუბარში განაცხადა, რომ ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ, რადგან ციხეში წამებას ადგილი არ ჰქონია. „ჩვენ, დაცვის მხარე არ გამოვრიცხავთ, რომ ადმინისტრაციას თანამდებობრივი გადამეტება მოეხდინოს, თუნდაც ეს იყოს ცემა ან თანამდებობის ბოროტად გამოყენაბა, მაგრამ ამის ერთ ჯამში მოხარშვა და წამებაში გაერთიანება არასწორი ფორმულირებაა. ჩვენ სწორედ ამას ვდაობთ“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ ბრალდებულების ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ. ცნობისთვის, ზუგდიდის #მე-4 სასჯელაღსრულების დაწებულების ყოფილი დირექტორი ამირან ჯანაშია მიმდინარე წლის 18 იანვარს დააკავეს. ის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 30 ათასი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლა. ჯანაშიას და როავას საქმეზე, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ამ დროსთვის ბრალდების მხარის 20-მდე მოწმეა დაკითხული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.