ინგრედიენტები:
- სტაფილო 2
- ზეითუნის ზეთი 2 ს.კ
- კარაქი 2 ს.კ
- საქონლის ხორცი, რბილი 600-800 გ
- ხახვი 1-2 თავი
- პამიდვრის პიურე 350 გ
- თეთრი ღვინო 120 მლ
- ნივრის კბილი 1-2
მომზადების წესი
ზეთი და კარაქი ტაფაზე გავაცხელოთ და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ხახვი.
ხორცს გავუკეთოთ ჭრილები და ჩავუდოთ ნივრის ნაჭრები. შემდეგ ჩავდოთ ბოსტნეულთან ერთად და შევბრაწოთ.
რამდენიმე წუთში დავამატოთ 250-500 (საჭიროების მიხედვით) წყალი და პამიდვრის პიურე. ვშუშოთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 2 საათი, ხორცის დარბილებამდე. შემდეგ დავასხათ ღვინო. წამოდუღების შემდეგ გამოვრთოთ და გარნირთან ერთად მივიტანოთ სუფრასთან.
მასალის გამოყენების პირობები