საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში დღეს ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია დაათვალიერა. პრეზიდენტმა გიმნაზიის დამაარსებლები, ალექსანდრე და ჯიმშერ ღურწკაიები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
მიხეილ სააკაშვილი მეხუთე კლასის მოსწავლეებს საქართველოს ეროვნულ გმირებზე ესაუბრა.
"პატრიოტიზმი სწავლა და განათლების მიღებაა, რადგან გაუნათლებელი ადამიანი ადვილად ივიწყებს წარსულს.
თქვენ აუცილებლად უნდა ისწავლოთ უცხო ენები. ძალიან მნიშვენელოვანია ქართული ენა, მნიშვნელოვანია მეგრული, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინგლისური და ჩვენი მეზობელი ხალხის ენები, რადგან, ჩვენ რამდენი ენაც ვიცით, იმდენად ძლიერები ვართ“,-აღნიშნა მოსწავლეებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცის ინიციატივით ყველა სკოლაში საქართველოს ეროვნული გმირების სტენდი დაიდგმება.
ამასთან, „დაიცავი საქართველოს“ და „ქალები მშვიდობისთვის“ წარმომადგენლებმა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ზუგდიდში ჩამოსვლა ამჯერადაც გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებმა გიმნაზიის ტერიტორიაზე არ შეუშვს.
მასალის გამოყენების პირობები