ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯომარე ზაქარია ქუცნაშვილი დღეს, 17 ოქტომბერს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში მოსახლეობას შეხვდა.
უმრავლეობის წევრმა შეკრებილ საზოგადოებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ქვეყანაში განხორცილებული ცვლილებების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
მისი განმარტებით, პრემიერ-მინისტრი მათ ხალხისთვის გაკეთბულ საქმეებზე კლიპების გადაღებას უკრძალავს, ამიტომ ის ახალი ხელისუფლების "მონაპოვარზე" ხალხთან პირისპირ საუბარს არჩევს.
„ქართული ოცნების“ მონაპოვარზე საუბარი ზაქარია ქუცნაშვილმა სასამართლო რეფორმით დაიწყო და აღნიშნა, რომ მათ სასამართლოს დაკეტილი კარები გააღეს, ქუცნაშვილმა ასევე დასძინა რომ საჯარო სამსახურებში კონკურსის გავლის გარეშე ვერავინ დაინიშნება.
უმრავლესობის წევრმა ყურადღება გაამხვილა სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში განხორცილებულ ცვლილებებზეც და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელი გახდა ნებისმიერი მოქალაქისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა და გეგმიური ოპერაციისა და ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის სეროზული შეღავათების დაწესება.
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით ქართული ოცნების თერთმეთ თვიანი მმართველობის პერიოდს უკავშირდება უფასო მშობიარობა და ახალშობილზე ერთჯერადი სასაჩუქრე თანხა, რომლის ოდენობაც 600 დან 1000 ლარამდე გაიზრდება.
მან ასევე ისაუბრა საგადასახადო და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე. ქუცნაშვილმა მოუბოდიშა მოსახლეობის იმ ნაწილს ვისაც არ მიუღია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათები და დაჰპირდა, რომ პროგრამა 3 წელიწადს გაგრძელდება და შემდეგ წლებში ისინი აუცილებლად შეძლებენ ამ დახმარების მიღებას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხპ განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებსაც, რომელიც ქუცნაშვილის თქმით საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის სახელს უკავშირდება.
ანგარიშის დასკვნით ნაწილში ფრაქციის ხელმძღვანელმა შუქის ტარიფის შემცირების თემაც განიხილა და განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მათ პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ, როცა ამბობენ, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფი არ დაწეულა.
„2003 წელს, როცა ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ქვეყნის სათავეში ელეტრქოენერგიის ტარიფი 9,1 თეთრს წარმოადგენდა, როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება ეს თანხა 16,4-მდე იყო გაზრდილი, ახლა კი 9,4 თეთრს შეადგენს“,-განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრები და ფრაქციის ადგილობრივი წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. აქვე ცნობილი გახდა, რომ 2013 წელის ზამთრის პერიოდში დევნილების ყველა კომპაქტური ჩასახლება შეშას ან 200 ლარიან ფულად დახმარებას მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები