Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/06/SAM_01341.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/06/SAM_01341.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/06/SAM_01341.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/06/SAM_01341.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
„ახალი თაობა-ახალი ინიციატივა" - მ ზუგდიდში ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა
ორგანიზაციამ „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ ზუგდიდში პროექტის „ახლგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლა“ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უზრუნველყოფდნენ. მისი მიზანი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახალგაზრდა ლიდერების პოლიტიკურ პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა იყო. პროგრამის ფარგლებში კვალიფიციურმა ტრენერებმა 6 კვირის განმავლობაში 12 ტრენინგი  ჩაატარეს. ღია კონკურსის წესით შერჩეულ პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 25 წარმომადგენელს სემინარი რამდენიმე თემაზე ჩაუტარდათ. ახალგაზრდების ჯგუფი გადამზადდა პოლიტიკური იდეოლოგიების, ადვოკატირების, კამერასთან მუშაობის წესების, კომუნიკაციების და პოლიტიკის ძირითადი არსის საკითხებში. ორგანიზაციის „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ წარმომადგენელმა ავთო მიქანაძემ რადიო „ათინათთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ იგივე პროექტი თელავში, გორში,რუსთავსა და ქუთაისში უკვე განხორციელდა. პროექტის დადებით მხარეებზე და მიღებულ გამოცდილებაზე კომენტრი პროექტის მონაწილემ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა კობა ვაზგანავამ გააკეთა. მისი თქმით სასურველია ბევრი მსგავსი პროექტი განხორციელდეს, რათა გაიზარდოს ახალგაზრდების აქტიურობა. "დიდი მადლობა ორგანიზაციას „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ ამ ღონისძიების ჩატარებისათვის.“- განაცხადა მან. „საქართველო ევროპაში“ ასე ეწოდება მეორე პროექტს, რომლის განხორციელება ორგანიზაციამ „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ ერთი კვირის წინ დაიწყო. პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფაზე ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზრუნავს, პარტნიორობას ორგანიზაცია „ევროპული  პარტნოირობა დემოკრატიისათვის“ უწევს. პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ავტოტური დაიწყება. საინფორმაციო კამპანიაში ევროკავშირის, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და საქართველოს ევროინტეგრაციის  საკითხებზე მომუშავე ექსპერტები  და ოფიციალური პირები ჩაერთვებიან. ზუგდიდში სემინარი იგივე, 25 კაციან ახალგაზრდულ ჯგუფს ჩაუტარდება. მოხდება  სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. პროექტის ხელძღვანელმა, ორგანიზაციის „ახალი თაობა-ახლი ინიციატივა“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ჩაჩავამ რადიო „ათინათთან“ საუბრისას განაცხადა, რომ  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში  სტუმრობა, სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება.“ პროექტის ფარგლებში facebook-ის გვერდზე GEO in EU გამოცხდდა კონკურსი ევროკავშირის თემატიკასთან დაკავშირებით. "მინდა მოვუწოდო ყველას მონაწილეობისკენ“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.