აბაშაში კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი გიორგი გვილავა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარცმელიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
კოალიციის შტაბის უფროსის, გიორგი გვილავას განცხადებით, ის საკუთარი სახლის ჭიშკართან იმყოფებოდა, რა დროსაც დარცმელიძე, თანმხლებ პირებთან ერთად, მას ჯერ სიტყვიერად, ხოლო შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდა.
გიორგი გვილავას განცხადებით, მან უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ჯერჯერობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მასალის გამოყენების პირობები