წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვმა რკინის ნივთი, სავარაუდოდ, ლურსმანი გადაყლაპა. რის შემდეგაც ბავში ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
ექიმების განცხდებით ბავშვს ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა, მათ შორის რენდგენოგრაფია , თუმცა მათივე განმარტებით, ორგანიზმში უცხო სხეულის არსებობა არ გამოვლინდა.
მშობლების თქმით, კლინიკიდან გაწერის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. მას ოჯახის პირობებში კუჭი გამოურეცხეს, რის შემდეგაც დადასტურდა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა გადაყლაპული ლითონის სხეული. ამის შედეგ ბავშვი კვლავ სავადმყოფოში გადაყავდათ, თუმცა ის გზაში გადრაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახი ექიმების დაუდევრობაზე საუბრობს და საქმის დეტალურ გამოძიებას ითხოვს. გარდაცვლილის დედის განცხადებით მას ექიმების სამართლებრივი დასჯა არ უნდა, თუმცა მედიკოსებისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს.
ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ნიკოლოზ ჭეჟია აცხადებს, რომ ბავშვს შემოსვლისთანავე ჩაუტარდა მუცლის ღრუს და გულ-მკერდის რენდგენოგრაფია, რის შედეგადაც არანაირი ლითონის საგანი არ დაფიქსირებულა.
"მიუხედავად ამისა პაცინტი მოთავსებულ იქნა სტაციონარში ,ღამის განმავლობას მან საკვები მიიღო და კუჭის მოქმედებებიც ქონდა, ხოლო დილით იგი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა სტაციონარიდან და მშობლებს მიეცა მითითება, რომ ბავშვი მაინც ყოფილიყო უბნის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ", - ამბობს ნიკოლოზ ჭეჟია.
მასალის გამოყენების პირობები