ზუგდიდის art-გალერეა რევაზ შენგელიას პერესონალურ გამოფენას უკვე მეორე დღეა მასპინძლობს.
ეს მხატვრის მიერ საკუთარ ქალაქში გამართული რიგით მეორე გამოფენაა. ხელოვანი აღნიშნავს, რომ ამჯერად მან საზოგადოებას თავისი ახალი ნამუშევრები წარუდგინა. რევაზ შენგელია მხატვრობის თანამედროვე ჟანრს ირჩევს, მისი შემოქმედება კი ძირითადად რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებისგან შესდგება.
რევაზ შენგელიას ნახატები კოლეგებმა და ხელოვნბის მოყვარულებმა უკვე შეაფასეს, გამოფენის გახსნაზე სხვა სასულიერი პირებთან ერთად, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე იმყოფებოდა.
„თითოეულ ნახატში ძალიან ღრმა, სულიერი თემებია, მას უნდა ამ სურათებში გადმოიტანოს საკუთარი დამოკიდებულება, იმ ყველაფრის მიმართ, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდებ. ეს არის თემები, რომელიც ყველა ადამიანს აწუხებს, მაგრამ ყველას არ შეუძლია მისი გადმოცემა“,-აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
რევაზ შენგელია აღნიშნავს, რომ ის უკვე 2 წელია თანამედროვე მხატვრობის ნიმუშებს ქმნის. მისივე განმარტებით თანამედროვე მხატვრობა ახალი ფენომენია, რომელიც განცდას, გონებასა და ხედვას აერთიანერბს, მათი ერთობლიობა კი „შინაგანის“ ძიებას ისახავს მიზნად.
გამოფენაზე ცნობილი გახდა, რომ რევაზ შენგელია საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების წევრია.
მსურველებს მისი შემოქმედების ნახვა 26 ოქტომბრამდე, ზუგდიდის art-გალერეაში შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები