ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა დღეს, 23 ოქტომბერს ზუგდიდში, მიხეილ სააკაშვილს გასაცილებელი აქცია მოუწყო. „4 დღე დარჩა“, „მიხო ციხეში“, „ტირანი.“ ასფალტზე მსგავსი შინაარსის წარწერებით აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიდებარე ტერიტორიიდან მიმართეს.
ახალგაზრდების განცხადებით ისინი ამ ფორმით სააკაშვილს და მის ტირანულ მმართველობის რეჯიმს ემშვიდობებიან.
მათივე თქმით საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ის საქრთველოში ვერ ივლის ისე თავისუფლად, როგორც ადრე, რადგან ის არის მკვლელი. დღეს კი ქართველი ხალხი ზეიმობს რომ ოთხ დღეში საქართველოს მიხეილ სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი არ ეყოლება.
მსგავსი აქცია ქუთაისში და თბილისში უკვე ჩატარდა და აქციის ორგანიზატორების განცხადებით საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოიცავს.
აქციაზე ასევე იმყოფებოდა ყოფილი პოლიტ პატიმარი მელორ ვაჩნაძე , მან ჟურნალისტებს კომენტარზე უარი უთხრა,რადგან მისივე განმარტებით, აქციის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მასალის გამოყენების პირობები