Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/kkkkkkkk.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/kkkkkkkk.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/kkkkkkkk.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/kkkkkkkk.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევის ცენტრმა ზუგდიდში წინასაარჩევნო გარემო დადებითად შეაფასა
სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევის ცენტრმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული წინასაარჩევნო გარემოს მოკვლევის შედეგები წარმოადგინა. როგორც განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის კოორდინატორმა გურამ ჩიხლაძემ აღნიშნა, კვლევამ აჩვენა, რომ წინასარჩევნო პერიოდი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამასთან არ გამოვლენილა მედიაზე ზეწოლის ფაქტები. მისივე განმარტებით, ოპოზიციური პარტიის შტაბის წარმომადგენლები გარკვევულ ხარვეზებზე საუბრობენ, თუმცა, როგორც ჩიხლაძემ განაცხადა, პარტიებმა ამის დამადასტურებელი ფაქტების წარმოდგენა ვერ შეძლეს. გარკვეული სახის პროცედურულ დარღვევებზე ისაუბრა სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის წარმომადგენელმა იასონ შეროზიამ. როგორც შეროზია განმარტავს, ზუგდიდის საკრებულოს #88 განკარგულების თანახმად, რომელიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ საფუძველზე იქნა გაცემული, ქალაქის ტერიტორიაზე გარდა კანონით განსაზღრული ადგილებისა, საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატების განთავსება აკრძალულია. თუმცა, მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საარჩვენო პლაკატები შენობა ნაგებობის ფასადებზეა გაკრული. „ მიგვაჩნია, რომ ამაზე ზუგდიდის გამგეობის ა.ა.ი.პ "ზუგდიდის კეთილმოწყობის ცენტრმა" უნდა იზრუნოს და ჩვენი რეკომენდაცია იქნება ა.ი.პ-იმ არა არჩევენბის შემდეგ იზრუნოს ამაზე არამედ იმავდროულად, როგროც კი ეს დარღვევები დაფიქსირდება“,-აღნიშნავს ჩიხლაძე. მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი იასონ შეროზიას თქმით დარღვევა დაფიქსირდა, ზუგდიდში პრაიმერისის ჩატარების დღეს,როცა სხვადასხვა სახით ხელისშეშლის მცდელობას ქონდა ადგილი. მათივე განმარტებით, ასევე დარღვევები დაფიქსირდა გიორგი მარველაშვილისა და დავით ბაქრაძის ხალხთან შეხვედრის დროს, როცა შეხვედრაზე საჯარო მოხელეები იმყოფებოდნენ. "პარტიების საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები არაინ არაპროფესიონალები, ამიტომ არჩევნების დღეს პროცედურულ დარღვევებს ექნება ადგილი.ჩვენ ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებთ, ყველაფერი არცევნების დღეს გამოჩნდება", - ამბობს იასონ შეროზია. სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ ისინი 27 ოქტომბრის არცევნებს აქტიურად დააკვირდებიან და ასევე ითანამშრომლებენ მედია ორგანიზეციებთან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.