"დაიცავი საქართველოს" ერთერთი წარმომადგენლის კახა მიქაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ხვალ 27 ოქტომბერს, ზუგდიდში პროვოკაციის მოწყობას გეგმავს. მიქაიას თქმით, სააკაშვილი მასთან დაპირისპირებით არჩევნების ჩაშლას გეგმავს.
"მე მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ხვალ, ჩემთან დაპირისპირებით არჩევნების ჩაშლას გეგმავს, თუმცა მე არ მივცემ ამის საშუალებას სააკაშვილს და ხვალინდელ დღეს "ვჩუქნი". მას მე ხვალ არ დავუპირისპირდები", –განაცხადა მიქაიამ მედიასთან საუბარში.
ამასთან, მიქაიამ მისი საცხოვრებელი სახლის წინ, სადაც ამავდროულად "დაიცავი საქართველოს" ოფისია განთავსებული, ასფალტზე, "მშვიდობით მიშა" დააწერა.
გავრცელებული ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში პრეზიდენტის რეზიდენციაში ელოდებიან. ამასთან, რეზიდენციასთან სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მაღაჩინოსნები არიან მობილიზებულნი.
მასალის გამოყენების პირობები