ზუგდიდის #67 ოლქის ყველა საარჩევნო უბანი ამ დროისთვის გახსნილია და ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნების გახსნის დროს რამდენიმე უბანზე დარღვევა დაფიქსირდა, ზუგდიდის #2 საჯარო სკოლაში სადაც #29-ე საარჩევნო უბანია განთავსებული დილიდან ერთი საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯომარის ნანა ოყუჯავას განცხდებით ამ დროისთვის ეს პრობლემა აღმოფხვრილია და მას ხელი არ შეუშლია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისთვის.
ასევე #5-ე, #81-ე და #3-ე,82-ე,მე-7 უბნენზე დაფიქსირებულია ამომრჩეველთა სიაში დარეგისტრირებული პირების რაოდენობაზე ნაკლები რაოდენობის ბიულეტინების არსებობა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯომარეების განმარტებით ბიულეტინების ნაკლებობა გამოწვეულია იმით, რომ სიაში შეყვანილი რამდენიმე ადამიანის მითითებულ მისამართზე მოძიება ვერ მოხერხდა.საარჩევნო უბნის წარმომადგენლებს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ბიულეტინების ნაკლებობაზე უთხრეს,რომ ამდენი ამომრჩეველი მაინც არ მოვა უბანზე და გაგზავნილი ბიულეტენებიც საკმარისია.
.
მასალის გამოყენების პირობები