ენგურის ხიდზე დილიდან სრული სიმშვიდეა. როგორც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები რადიო "ათინათთან" საუბარში აცხადებენ, ისინი სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადმოდიან.
აღნიშნულზე ასევე ტაქსის მძღოლები და მეეტლეები ყვებიან. მათი თქმით ე.წ. საზღვარზე დილიდან 30-50-მდე მოქალაქე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადმოვიდა.
რადიო "ათინათის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ მოქალაქეები მათი გადმოსვლის მიზეზად პირად საქმეებს ასახელებენ და ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ სიმშვიდეზე საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები