ზუგდიდის #2 საუბნო საარჩვნო კომისიის თავმჯდომარემ უბანი ნასვამობის გამო დატოვა ამის შესახებ რადიო „ათინათს“ დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლაშა დამენიამ განუცხადა.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით უბანზე რადიო „ათინათი“ მივიდა, მაგრამ კომისიის თავმჯდომარე ადგილზე არ დახვდა.
საუბნო კომისის თავმჯდომარის მოადგილე ომარ კოკაიამ კი განაცხადა, რომ კაკალია ცუდად გახდა და საოლქო კომისიის წარმომადგენლებმა წაიყვანეს, თუმცა სად არის ამ ეტაპზე, მისთვის უცნობია. საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას კი ომარ კოკაია ასრულებს.
თავის მხრივ, #67 საოლქო სარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ისინი მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ და არც არავის მიუმართავს.
„ჯერ-ჯერობით ამ სახის ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია არ ფლობს, დადგინდება და შემდეგში მოგაწოდებთ რეალურ სურათს“,-აღნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისის წარმომადგენელი მერაბ კვარცხელია.
მასალის გამოყენების პირობები