"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას, შტაბის ახალგაზრდული ფრთა უკვე ზეიმობს. მათი თქმით, მარგველაშვილმა არჩევნებში გაიმარჯვა და ეს ძალიან ახარებთ.
"ფოიერვერკებით ვიზეიმებთ, ამ წუთებში კი ფრანებს ვუშვებთ ცაში", -უთხრა რადიო "ათინათს" მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგნელმა მერი შენგელაიამ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ეგზიტპოლების სედეგები გაამოაქვეყნა, სადაც 66%-ით მარგველაშვილი ლიდერობს.
მასალის გამოყენების პირობები