სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის პრეზიდენტის რწმუნებული თენგიზ გუნავა თანამდებობას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დატოვებს. თუმცა გუბერნატორი წასვლის კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.
"ახლო მომავალში გადავწყვეტ ამას. ბუნებრივია მე თანამდებობაზე არ დავრჩები. ჩემი სიტყვა არასოდეს წამიღია უკან", - აღნიშნა რადიო "ათინათთან" საუბარში თენგიზ გუნავამ .
მისი თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და პარტიულ ცხოვრებაში აქტიურ ჩაბმას გეგმავს.
ამასთან, გუნავა საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს რომ სამეგრელო-ზემოს სვანეთის რეგიონის მასშტაბით არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. მისივე განცხადებით ის პატივს სცემს უმრავლესობის არჩევანს.
მასალის გამოყენების პირობები