ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციამ 3,741 უბნის შედეგები დათვალა.
წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62,11 % მოიპოვა, მას მხარი 1 012 214-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.
დავით ბაქრაძემ ხმათა 21,73 %, 354 206 ხმა მიიღო, ნინო ბურჯანაძემ კი- 10,18 %, 165 933 ხმა მიიღო.
შალვა ნათელაშვილს მხარი ამომრჩეველთა - 2,88%-მა, გიორგი თარგამაძეს კი 1,06 %-მა დაუჭირა.
დანარჩენმა კანდიდატებმა ერთ პროცენტზე ნაკლები ხმა მიიღეს. არჩევნებში სულ 23 კანდიდატი მონაწილეობდა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი 1 661 273-მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც საერთო რაოდენობის 46.96%-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები