ინგრედიენტები:
- გაზიანი მინერალური წყალი 1 ჭიქა
- კვერცხი 1
- ზეთი 4 ს.კ
- მარილი 1 ჩ.კ
- შაქარი 1/2 ჩ.კ
- ფქვილი 4 ჭიქა
ფქვილის გარდა, ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთ დიდ თასში. შემდეგ თანდათანობით ვამატოთ ფქვილი. მოვზილოთ ელასტიური, პრიალა ცომი, რომელიც არ ეკრობა არც ხელს, არც მაგიდას.
სულ ესაა! შემდეგ ჩვეულებრივად გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ და მოვახვიოთ პელმენი ან ვარენიკი.
გამოდის დაახლოებით 1 კგ ცომი.
მასალის გამოყენების პირობები