Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/07/preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/07/preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/07/preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/07/preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა იწყება
9 ივლისს, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა იწყება, რომელიც 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. მთავრობის დადგენილებით, ამ პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს , ისე მოქალაქეობის არმქონე პირებს. სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირება 15 წლიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა 15-დან 18 წლამდე პირებს ამისთვის მეურვის თანხმობა უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება აკრძალვებს, დასაქმების პროგრამით სარგებლობის უფლება არ ექნებათ პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან ოჯახში 12 თვის და მეტი პერიოდის განმავლობაში, ყაზარმებში მცხოვრებ სამხედრო პირებს, მათ შორის წვევამდელებს და საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, თავშესაფრებში/პანსიონატებში, სააღმზრდელო და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს და სკოლის მოსწავლეებს. პროგრამის ფარგლებში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარების ფორმები დაიბეჭდება. კითხვარებს მოქალაქეებს ადგილზე შეავსებინებენ. მოქალაქეებთან ვიზიტი კი ელექტროენერგიის სააბონენტო ნომრის მისამართების მიხედვით მოხდება. ამის შემდეგ უკვე სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზა შეიქმნება და მასში არსებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული სამინისტროებისა თუ უწყებებისთვის. "სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა ნებაყოფლობითი და უფასო უნდა იყოს. სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამას, სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს, რომელიც უფლებამოსილი იქნება პროცესთან დაკავშირებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტები მიიღოს", - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში და აღნიშნულია, რომ პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განხორციედლება და მის ბიუჯეტს შესაბამისი მუხლიც დაემატება. სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 10 ივლისამდე უნდა მიაწოდოს ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა/აბონენტთა სია. ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10 ივლისამდე ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელ დევნილთა ოჯახების სია უნდა მიაწოდოს. სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა, სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა და სახელმწიფო რწმუნებულებმა - გუბერნატორებმა უნდა უზრუნველყონ. ასევე, პროგრამისთვის ხელშეწყობას სთხოვენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც. დასაქმების მსურველთა ბაზა საბოლოოდ დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატს გადაეცემა. საქართველოსა და მოლდოვას შორის საბაჟო სფეროში ურთიერთდახმარების ხელშეკრულება გაფორმდება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.