საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობის კოდექსს ხვალ, 13 ნოემბერს ზუგდიდელებს წარუდგენს და დაგეგმილ სიახლეებს მათთან ერთად განიხილავს.
შეხვედრა ზუგდიდის თეატრში გაიმართება და მასში რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ზუგდიდის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, ზუგდიდი ერთ-ერთი ის ქალაქია, რომელსაც, რეფორმის შედეგად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება, მიეცემა უფლებამოსილებები და ექნება საკუთარი ბიუჯეტი, რომელიც მთლიანად ქალაქის განვითარებას მოხმარდება.
ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ზუგდიდელებმა რამდენიმე ათასი ხელმოწერაც შეაგროვეს.
მასალის გამოყენების პირობები