Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/gundi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/gundi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/gundi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/gundi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს
საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ზუგდიდს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის ადმინისტრაციამ მწვრთნელ-კონსულტანტის თანამდებობაზე სერგო გაბელაია დღეს, 13 ნოემბერს წარადგინა. კლუბის ახალი მწვრთნელის თქმით, „ზუგდიდი“ რთულ მდგომარეობაშია და ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო. „გუნდში ფაქტობრივად ყველაფერი მოშლილია. ფეხბურთელებს რწმენა აქვთ დაკარგული, ტაქტიკურად გაუმართავი გუნდია. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა იქნება კლუბი უმაღლეს ლიგაში დარჩეს“, - განაცხადა სერგო გაბელაიამ. მისივე თქმით, კლუბის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ გუნდი მომავალ თამაშებზე უკეთ გამოიყურებოდეს და რაც შეიძლება მეტი ქულები მოიპოვონ. კლუბის დირექტორის მალხაზ ჭეჟიას განმარტებით, ადმინისტრაციამ ყოფილი მწვრთნელის კობა წითაიშვილის განცხადება, თანამდებობიდან წასვლის შესადებ დააკმაყოფილა და საჭირო გახდა ახალი მწვრთნელის დანიშვნა. როგორც „ზუგდიდის“ ადმინისტრაციაში განმარტავენ, სერგო გაბელაიას მწვრთნელის პოზიციაზე 21 წლიანი გამოცდილება აქვს. ცნობისთვის, საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ პრობლემებზე 12 ნოემბერს ზუგდიდის საკრებულოს სააქტო დარბაზში იმსჯელეს. შეხვედრას როგორც საკრებულოსა და გამგეობის, ისე ფეხბურთის ქომაგები ესწრებოდნენ. ვეტერანმა ფეხბურთელებმა და საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრებმა ს/კ „ზუგდიდის“ მოქმედი დირექტორი მალხაზ ჭეჟია გადაყენება მოითხოვეს, კლუბის მთვარ მწვრთნელად კი ისევ კობა წითაიშვილის დანიშვნას ითხოვდნენ. შეხვედრაზე, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავს და გადაჭრის კლუბში არსებულ პრობლემებს. ამასთან, ლევან კონჯარიამ „ზუგდიდის“ ყოფილ მწვრთნელს კობა წითაიშვილს დაავალა, რომ კლუბის ვარჯიში გააგრძელოს. „ზუგდიდის“ მთავარმა მწვრთნელმა კობა წითაიშვილმა და სამმა წამყვანმა ფეხბურთელმა კლუბი რამდენიმე კვირს წინ, პროტესტის ნიშნად, დატოვეს. ს/კ „ზუგდიდი“ ჩემპიონატთა ლიგაში ბოლო, მე-12-ე ადგილზეა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.