Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/photo.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/photo.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/photo.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/photo.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
კახა გულორდავას სიდედრმა დახმარების თხოვნით დავით ნარმანაის მიმართა (ვიდეო)
საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გოგა ანჩაბაძის დაჭრაში ბრალდებული კახა გულორდავას სიდედრმა დახმარების თხოვნით დღეს, 13 ნოემბერს ზუგდიდში მყოფ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას მიმართა. დაკავებულის სიდედრმა მინისტრს განუმარტა, რომ კახა გულორდავამ ფეხმძიმე მეუღლის ღირსება დაიცვა და აფექტის მდგომარეობაში გააკეთა ის რასაც ყველა ვაჟკაცი იზამდა. „მე ათასი ახალგაზრდა მიდგას აქ და მე რასაც გავაკეთებ გამომყვებიან. მიეცით მათ რწმენა, რომ თქვენ ხართ ჩვენი დამცველები და მათ უღირთ ხვალინდელი დღისთვის ცხოვრება“,- უთხრა დავით ნარმანიaს გულორდავას სიდედრმა. დავით ნარმანია აღნიშნულ ფაქტს რთული მოსასმენი და სანახავი უწოდა და აღნიშნა, რომ სახელისუფლებო სტრუქტურები სამართლიანი პრინციპების დაცვით მუშაობენ და ამ ფაქტსაც სამართიანად გამოიძიებენ. „სამართალდამცავები ამ ყველაფერს გამოიძიებენ, თუმცა ამას დრო სჭირდება.სამართალდამცავები ყველა ნორმის დაცვით მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვინმეს რამე ვუკარნახოთ ან ვუთხრათ რომ კანონი არ დაიცვან ან დაარღვიონ პროცესიალური ნორმები“,-აღნიშნა ნარმანიამ. ცნობისთვის, ზუგდიდის თეატრში სადაც, თვითმმართველობის ახალი კოდექსის განხილვა მიმდინარეობდა, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის, კახა გულორდავას დეიდა შეიჭრა და დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვა. ამასთან, გულორდავას ახლობლებმა და მეგობრებმა დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით თეატრის შენობის წინ გზა გადაკეტეს. სამართალდამცავების თხოვნით, აქციის მონაწილეებმა გზა რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს და ფეხით სავალი ნაწილისკენ გადაინაცვლეს. კოსტანტინე გულორდავას ბრალი 118-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. გულორდავამ საკუთარი მეჯვარე გოგა ანჩაბაძეს, მეუღლის გაუპატიურების მცდელობის გამო მრავლობითი დაზიანება მიაყენა. საპატრული პოლიციის თანამშრომელი ანჩაბაძე ზუგდიდში, კოლეჯის ეზოში დაჭრილი იპოვეს. მას ყური აქვს მოჭრილი და მოტეხილი ავს ორივე ქვედა კიდური. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.