Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/untitled2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/untitled2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/untitled2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/untitled2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
კახა გულორდავას ბრალი რამდენიმე წუთის წინ წარედგინა
ზუგდიდში, პოლიციელ გოგა ანჩაბაძის დაჭრაში ეჭვმიტანილ კახა გულორდავას რამდენიმე წუთის წინ ბრალი წარედგინა. გულორდავას ადვოკატმა ჯიტა გულუამ  რადიო "ათინათს"განუცხადა, რომ  გულორდავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით წარედგინა. „მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ეხება და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისივე თქმით ადრე საქმე ჯანმრთელობის ნაკლებ დაზიანების მუხლით მიმდინარეობდა,  მიმართულება ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეიცვალა სადაც ნათქვამია რომ პოლიციელს სხეულის მძიმე დაზიანება აღენიშნება. იქედან გამომდინარე, რომ ბრალი ახლახან წარედგინა, არაა ცნობილი, თუ როდის ჩაინიშნება სასამართლო. ბრალის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება პროცესი დაინიშნოს“,- განაცხადა ჯიტა გულუამ. მისივე განმარტებით, რადგან ბრალდებული თვითომ გამოცხადდა პოლიციაში და თაამშრომლობს გამოძიებასთან, ამიტომ საშიშროება იმისა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფომება გართულდეს არ არსებობს. პარალელურ რეჟიმში პოლიციელ ანჩაბაძის მიმართაც აღძრულია საქმე. სამართალდამცავები მას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. დაკითხულია დაზარალებულიც და თვითმხილველებიც. ადვოკატის განცხადებით, ანჩაბაძის ბრალეულობა დანაშაულთან აშკარად იკვეთება. მისი თქმით, ბრალდებულის მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ გოგონა, რომლის გაუპატიურებაც პოლიციელმა სცადა, ორსულია. ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გოგა ანჩაბაძე დაჭრილი იპოვეს. ეჭვმიტანილმა მას ყური მოაჭრა, სცემა, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადა და ადგილზე დატოვა. შემთხვევა ზუგდიდში, შონიას კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, პატრულის დაჭრილ თანამშრომელს ორი დღის წინ მცდელობა ჰქონდა, მეჯვარის საცოლესთან სექსუალური კავშირი ზუსტად იმავე ტერიტორიაზე დაემყარებინა, სადაც ის ნაცემი დატოვეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.