Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/preview-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება. სარეიტინგო ტესტ-მატჩი, 14:00 საათზე, რუსთავში, "ხარების" სარაგბო მოედანზე გაიმართება. საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი. გუნდს მის ნაცვლად მამუკა გორგოძე უკაპიტნებს. მოედანზე დისკვალიფიკაციის გამო ვერ გავა ვიტო კოლელიშვილიც. "სამწუხაროდ, მოხდა ცვლილებები - დისკვალიფიკაცია აქვს ვიტო კოლელიშვილს და საკმაოდ ძლიერი ძალა დაგვაკლდა, ტრავმის გამო მე გამოვეთიშე თამაშს. რაც შეეხება მომზადებას, სათანადო მომზადება გავიარეთ, განვიხილეთ ბევრი ნიუანსი, გავაკეთეთ ვიდეოანალიზი. ვფიქრობ, რომ თამაში ჩვენკენ უნდა იყოს, იმიტომ, რომ გამარჯვებულის ფსიქოლოგია გვაქვს. პირველი თამაში, ასე ვთქვათ, გადავაგორეთ, მოვიგეთ. მეორე თამაშიც სარეიტინგოა და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. იმედი მაქვს, ხალხიც მოვა და მხარს დაგვიჭერს. რევანში გვაქვს ასაღები, თან, თამაში საქართველოშია. ასე რომ, ყველა ფაქტორია იმისათვის, რომ მოვიგოთ," - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ირაკლი მაჩხანელმა. რუსთავის მერის, დავით ჯიქიას ინფორმაციით კი, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. საქართველოს ნაკრებმა ერთი კვირის წინ, ასევე სარეიტინგო ტესტმატჩში, კანადა დაამარცხა ანგარიშით 19:15. "ბორჯღალოსნები" ზუსტად ერთ კვირაში თბილისში, სამოასთან გამართავენ შეხვედრას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.