Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC02072.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC02072.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC02072.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC02072.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
შეხვედრები სოფელ დარჩელისა და ინგირის მოსახლეობასთან
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დარჩელსა და ინგირში, პროექტ “საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის” ფარგლებში მორიგი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე, მიმოხილული იქნა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობაში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები. სოფელ დარჩელის მოსახლეობის თქმით,ძირითადად, მოუწესრიგებელია შიდა გზები და საბავშვო ბაღის პრობლემა აწუხებთ. ქვემო დარჩელის მოსახლეობა საბავშვო ბაღის აღდგენას ითხ ოვს. მათი განმარტებით, სოფელში მოქმედ ერთადერთ საბავშვო ბაღამდე 3 კილომეტრის გავლა უწევთ. „მე ორი შვილის დედა ვარ და საბავშვო ბაღამდე საკმაოდ დიდი მანძილის გავლა გვიწევს. ჩვენს უბანში 30-მდე სკოლამდელი ასაკის ბავშვია. მათ შორის დარჩელის ცენტრის ბაღში უსახრობის გამო ბევრი ვერ დადის“, - აღნიშნა შეხვედარზე ნანა ბიგვავამ. სოფელ ინგირის მოსახლეობის განმარტებით კი, მათი ყველაზე დიდი პრობლემა მიწის ფართობებია, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ 2 წლის წინ გაყიდა. ადგილობრივების თქმით, მათ ამ საკითხზე სხვადასხვა უწყებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, მათივე თქმით, დღემდე შედეგს ვერ მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი თოდუამ, რომელიც შეხვედრებს პროექტის ფარგლებში ესწრებოდა, სოფლის მოსახლეობის პრობლემები ადგილზე მოისმინა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ თემში არსებული პრობლემები, რომელიც მსგავსი შეხვედრებიდან იქნება მოკვლეული, გათვალისწინებულ იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში. შეხვედრები ტარდება ასოციაცია „ათინათის“, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის ოფისის და “სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის” კოალიციური პროექტის “საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის” ფარგლებში. პროექტი “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.