Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/07/axali-memarjveneebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/07/axali-memarjveneebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/07/axali-memarjveneebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/07/axali-memarjveneebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
"ახალმა მემარჯვენეებმა" იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს
"ახალი  მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ დღეს ქუთაისში  მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის  ქუთაისისა და იმერეთის 5 მუნიციპალიტეტის - წყალტუბოს, ზესტაფონის, ხონის, სამტრედიის და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. დავით გამყრელიძის განაცხადებით  მაჟორიტარების დასახელება სიმბოლურად დაიწყო ქუთაისიდან, საქართველოს მომავალი საპარლამენტო ქალაქიდან და ამით ხაზი გაესვა ქუთაისის მნიშვნელობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. დავით გამყრელიძის განცხადებით საქართველოს რაიონების უმეტესობაში "ახალი მემარჯვენეები" ადგილობრივ პარტიულ ლიდერებს წარადგენენ. ქუთაისში "ახალი მემარჯვენეების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით გამყრელიძემ  მამუკა მღვდელაძე წარადგინა. ზესტაფონში მემარჯვენეებს კახა შავგულიძე წარმოადგენს, რომელიც ზესტაფონის საკრებულოში მემარჯვენეების  ფრაქციის თავმჯდომარეა. კახა შავგულიძეს ზესტაფონი იცნობს, როგორც  კვალიფიციურ იურისტს, რომელსაც თავისი საადვოკატო საქმიანობის მანძილზე  მცირე  ბიზნესში სახელმწიფოს მიერ შევიწროებული მრავალი ზესტაფონელის ინტერესების  დამცველია. ხონსა და თერჯოლაში "ახალი მემარჯვენეების" კანდიდატები ილია ყუფარაძე და ამირან სოფრომაძე იქნებიან, რომლებიც პარტიაში არიან დაფუძნების დღიდან და  წლების მანძილზე უდგანან სათავეში ამ რაიონების  პარტიულ ორგანიზაციას. ორივე მათგანი რამდენიმეჯერ იყო არჩეული   რაიონის საკრებულოს წევრად, კარგად იცნობენ მოსახლეობის  პრობლემებს და შეუძლიათ მათ მოგვარებაზე ზრუნვა. რაც შეეხება სამტრედიას, აქ მემარჯვენეებს ლევან ბუაძე წარმოადგენს, რომელიც არა მარტო სამტრედიაში, არამედ იმერეთის რეგიონში ცნობილია როგორც საუკეთესო პედაგოგი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც ახალგაზრდობის არაერთი თაობა აღუზრდია. და ბოლოს, წყალტუბოში, იმერეთის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და დიდ საარჩევნო ოლქში "ახალი მემარჯვენეების" კანდიდატი იქნება გიორგი ასათიანი, რომელიც პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია, მის სახელს უკავშირდება "ახალი მემარჯვენეების"  ქუთაისის ორგანიზაციის ჩამოყალიბება,  იყო ქუთაისის საკრებულოში მემარჯვენეების ფრაქციის თავმჯდომარე,   პარტიის საორგანიზაციო მდივანი. ამჟამად პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.