Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/ninoopg.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ნინო ლომჯარია - ეს არ იყო დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება
ეს არ იყო დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება, - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია გიგი უგულავასთვის თბილისის მერის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც ლომჯარიამ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება ძალიან რთულია, რადგან გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშეა მიღებული და უცნობია, რა იყო პროკურატურის მოთხოვნა და რა მტკიცებულებები და მოტივაცია გაითვალისწინა სასამართლომ. "ამ საქმის მიმართ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ასევე საერთაშიროსო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება არსებობს ზოგადად ამ ტიპის საქმეების მიმართ, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ არის საქმე და ვფიქრობ, ასეთ დროს სასამართლომ მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს. ამ შემთხვევაში ჰქონდა სასამართლოს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ზეპირი მოსმენით და მხარეთა მონაწილეობით განეხილა ეს გადაწყვეტილება, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა", - აცხადებს ლომჯარია. მისივე თქმით, სამართლებრივად აქვს სასამართლოს უფლება, ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა, როდესაც საკითხი უფლებამოსილებას ეხება, სასამართლომ საზოგადოებრივი ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს. "სამწუხაროდ, მაინც ვფიქრობ, რომ როდესაც სასამართლომ ფარულად მიიღო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ეს არ იყო დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა მოტივებმა მის გადაწყვეტილებაზე ალბათ ითამაშეს, სხვა მხრივ ვფიქრობ, სასამართლო რომ სრულიად დამოუკიდებელი იყოს და მას გარე ფაქტორების არ ეშინოდეს, ასეთ სიტუაციაში სხვანაირ გადაწყვეტილებას მიიღებდა", - მიაჩნია ლომჯარიას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.