Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/b0663bdd-e48e-4e6e-b3d9-c39c9d9ac362-444x333.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ამერიკელი სენატორი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას გმობს
რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას გმობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ სენატორმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა. სენატორის განცხადებით, "აშკარაა, რომ პუტინის რეჟიმს მსოფლიო დიდების დღეების დაბრუნება სურს" და ამ გეგმის ნაწილია ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოსკოვის გავლენის ქვეშ დაბრუნება. "ჩვენ დღეს ვსაუბრობთ შეერთებული შტატების ურთიერთობაზე რუსეთთან, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ რუსეთის ხელისუფლებას, პრეზიდენტ პუტინს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და არა რუს ხალხს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ პუტინს, რომელიც ნაციონალური ტენდენციებით გამოირჩევა, სურს რუსეთს, როგორც თავად სჯერა, მსოფლიო დიდების დღეები დაუბრუნოს. მისი წარმოდგენით, ამ სურვილის რეალიზების საუკეთესო გზა ანტაგონიზმია, აშშ-სადმი მტრული დამოკიდებულება. სხვათა შორის, ამ გეგმის ნაწილია თავისი მეზობლების, განსაკუთრებით კი, იმ ქვეყნების, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ, რუსეთის ინტერესების სფეროში დაბრუნება. ბოლო წლებში ჩვენ ამის ორი ნათელი მაგალითი გვაქვს: საქართველო და უკრაინა. რამდენიმე წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დღესაც მისი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ასევე, ზამთრის ოლიმპიადის დაწყების წინ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი მიიტაცა, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, უსაფრთხოების ბუფერული ზონისთვის სჭირდება. ეს ქმედებები ყოვლად აღმაშფოთებელია და ეს ხდება საერთაშორისო არენაზე არსებულ არცთუ ისე დაძაბულ ფონზე", - აღნიშნა სენატორმა რუბიომ გამოსვლისას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.