Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/40F9B989-4B86-440E-B7AC-9BABB117583C_mw1024_n_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ჯონ ქერი - სერგეი ლავროვთან შეხვედრა კვლავ წარუმატებლად დასრულდა
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას აშშ კვლავ უკანონოდ და არალეგიტიმურად მიიჩნევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან პარიზში გამართული შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. ამასთან, ჯონ ქერის თქმით, პარიზში რუს კოლეგასთან გამართული ოთხსაათიანი გულახდილი მოლაპარაკებები უკრაინის თაობაზე, კვლავ წარუმატებლად დასრულდა. "ჩვენ არ მივიღებთ არანაირ გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალთან დაკავშირებით, უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის მონაწილეობის გარეშე. ეს პრინციპი ცხადია – არანაირი გადაწყვეტილება უკრაინის თაობაზე, უკრაინის გარეშე", - განაცხადა ჯონ ქერიმ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეხვედრაზე მან ასევე ძლიერი შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ჯარების უკრაინის საზღვრებთან ყოფნის გამო და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრებიდან. ამასთან, "ბიბისი"-ს ცნობით, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უარყო უკრაინაში შეჭრის ყველანაირი გეგმა. რუსული მედიის ინფორმაციით, როგორც სერგეი ლავროვმა ბრიფინგზე განაცხადა, მოსკოვი და ვაშინგტონი აპირებენ ითანამშრომლონ უკრაინის ხელისუფლებასთან უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვისა და პროვოკატორების განიარაღების საკითხში. ამასთან, სერგეი ლავროვმა ჯონ ქერისთან შეხვედრისას მოითხოვა უკრაინის ახალი კონსტიტუციის მიღება, რომელიც უკრაინას ფედერალურ და ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.