Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/lpwewvytcdzfwaykvwqy.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
სახალხო დამცველი აუტიზმის ცნობადობის ამაღლებისთვის ღონისძიებების განხორციელების მოწოდებით გამოდის
საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, 2007 წლის 18 დეკემბერს, 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ეს დღე საქართველოში წელს მეოთხედ აღინიშნება. მისი მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო ორგანოებს, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყონ შეზუდული შესაძლებლობის, მათ შორის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება. "აუტიზმი მიეკუთვნება ნეირო განვითარებითი შეზღუდვების ჯგუფს. საქართველოში ყოველი 110 ბავშვიდან ერთს აუტიზმი აქვს. აუტიზმზე ეჭვის მიტანა დღეს 18 თვიდან შეიძლება. დროული დიაგნოსტიკა და სწორი თერაპია კი, მაქსიმალურად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი სწორად განვითარდეს, მიიღოს საშუალო/უმაღლესი განათლება და დამოუკიდებლად იცხოვროს. სკრინინგის არ არსებობა, გვიანი დიაგნოსტიკა, ადრეული ინტერვენციის აუცილებლობა, სარეაბილიტაციო ცენტრებისა და სხვა სოციალური პროგრამების სიმწირე პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანები საქართველოში ყოველდღიურად აწყდებიან", -ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დანერგოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა ადრეული სავალდებულო სკრინინგი და დიაგნოსტიკა, განავითაროს ადრეული ინტერვენციისა და ბავშვთა განვითარების სარებილიატაციო სახელმწიფო პროგრამები, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა ზოგადი და პროფესიული განათლების მიღება, მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობისათვის", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.