პოლიტიკა
პრეზიდენტი-ამ ეტაპზე არ ვაფიქსირებთ რაიმე ღია დაპირისპირებას, რომელიც შეიძლება რუსეთთან არსებობდეს
ჩვენ ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ რაიმე ღია დაპირისპირებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ამით პრეზიდენტი კითხვას გამოეხმაურა, რა საფრთხეს ელოდება ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის, ასევე ნატო-ს სამიტის წინ უკრაინის მაგალითის გათვალისწინებით. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს კითხვა სიღრმისეულია და უპრიანი იქნებოდა, ამ კითხვისთვის გადაცემის ფორმატში ეპასუხა. “ორი წინადადებით შემიძლია გიპასუხოთ. ჩვენ ამ ეტაპზე არ ვაფიქსირებთ რაიმე ღია დაპირისპირებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს რუსეთის ფედერაციასთან. არ ვხედავთ ღია საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ ანალოგები 2008 წელში არსებობდა და ასევე 2014-ში უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ ასეთ საფრთხეს არ ვხედავთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევებში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რომ უნდა იყოს მეტი სტაბილურობა და ერთიანი პოზიცია საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.