პოლიტიკა
დათა ახალაია ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა
დათა ახალაია საბერძნეთში მაშინ დააკავეს, როდესაც ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა. ამის შესახებ "ქრონიკას" დავით ახალაიას ბერძენმა ადვოკატმა , ალექსანდროს პაპასტერიოპულოსმა განაცხადა. "ბატონი ახალაია დააკავეს 27 მარტს, ქალაქ პატრასში. იგი ქვეყნის დატოვებას იტალიის მიმართულებით, ყალბი პასპორტის გამოყენებით, ოთარ ურუშაძის სახელის გამოყენებით გეგმავდა. დაკავების შემდეგ სასამართლომ მას 40-დღიანი წინასწარი პატირმობა შეუფარდა. ორი დღის წინ დადგინდა, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი დავით ახალაიაა. მასზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მის ექსტრადიციას ითხოვს. ამ საკითხის განხილვა 15 დღის ვადაში უნდა მოხდეს. პარალელურად, ახალაიამ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი, იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელია, მისი ძმა კი ყოფილი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია. ახალაია აცხადებს, რომ უდანაშაულოა. პოლიტიკური თავშესაფრის განხილვის საკითხი მოხდება ექსტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ", - განაცხადა ალექსანდროს პაპასტერიოპულოსმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.