Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/sasamartloprocesi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/sasamartloprocesi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/sasamartloprocesi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/sasamartloprocesi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ლევან ტაბიძეს პატიმრობა შეეფარდა
შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ლევან ტაბიძეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ პროცესზე, პროკურორმა რევაზ ნადოიმ პატიმრობის შუამდგომლობა ბრალდებულის შესაძლო მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის მოტივით დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაენთავისუფლებინათ, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე სიტყვის თქმის შესაძლებლობა მიეცა თავად ბრალდებულ ლევან ტაბიძეს, რომელიც ე.წ. მუხროვანის ამბოხების საქმეზეა დაკავებული და მას ბრალად წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება საბრალდებო ეპიზოდი, რომლის მიხედვითაც, მას მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულ კობა ოთანაძის ნათესავების წამებას ედავებიან. ლევან ტაბიძემ აღნიშნა, რომ ის მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ოთანაძის ნათესავებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც ვინმესთვის აღუკვეთავს თავისუფლება უკანონოდ. ამასთან, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ოთანაძის ადგილსამყოფელზე ინფორმაციის სანაცვლოდ მისმა ნათესავებმა პირადად მისგან მიიღეს 30 000 ლარის ოდენობის ფულადი თანხა. ტაბიძის ინფორმაციით, აღნიშნული თანხის გადაცემის ამსახველი ვიდეომასალა არსებობს და ბრალდებას შეუძლია დარწმუნდეს ამაში. დაცვის მხარემ მიუთითა, რომ ოთანაძის ნათესავები, კერძოდ, ნათია თვაური და ნათია ზარიძე, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეები არიან, ჩვენებას მის საწინააღმდეგოდ კვლავ ფულადი თანხის სანაცვლოდ აძლევენ. ტაბიძის ადვოკატის, ვლადიმერ გაბრიჩიძის განცხადებით, მიღებული თანხით ოთანაძის ნათესავებმა სილამაზის სალონი იყიდეს, რაც ასევე დასტურდება მტკიცებულებებით. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს და შესაბამისად, მიმალვის საფრთხე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე გამორიცხულია. რაც შეეხება წინასასამართლო სხდომას, ტაბიძის წინააღმდეგ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 26 ივნისს ჩაინიშნა. აღმკვეთ ღონისძიებას კი დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დააკავა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.