Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/get_img3.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მზად ვარ საქართველოს დღევანდელ მთავრობას და პრეზიდენტს დავეხმარო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო არენაზე დახმარებას სთავაზობს. როგორც კიევში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საქართველო არის უნიკალურ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ეს შესაბამისად უნდა იქნას გამოყენებული. მისივე თქმით, მას შეუძლია საერთაშორისო პოზიციების დაცვაში საქართველოს დახმარება. "ახლა, როცა უკრაინაში ის ხდება, რაც ხდება, საქართველოს გაუჩნდა უნიკალური შანსი. ყველა გვაქცევს ყურადღებას. ეს მოხდა უკრაინის გამო და იმ საფრთხის გამო, რომელიც შეიქმნა. ყველამ გაითავისა, რომ ეს არ იყო საქართველოს და ცალკე აღებული საქართველოს მთავრობის ბრძოლა", -განაცხადა სააკაშვილმა. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ვითარებაში მისთვის მთავარია საქართველოს დახმარება, მიუხედავად იმისა, ვინ არის მის მთავრობაში. "მე მზად ვარ საქართველოს დღევანდელ მთავრობას, პრეზიდენტს, ყველანაირად დავეხმარო იმაში, რომ საერთაშორისო სიტუაციის ეს უნიკალური, ჩვენთვის სასიკეთო შემობრუნება მაქსიმალურად გამოვიყენოთ", - განაცხადა სააკაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ამისათვის მას შესაბამისი კავშირები აქვს. "ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება და ალბათ ბევრგან მიგვიწვდება, მინდა საქართველოს მთავრობას დავეხმარო. ყველანაირი საარჩევნო ბატალიები ჩემთვის გადამწყვეტი არ არის, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან ბედს ეხება", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.