Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/72ac14623888bfb419b53b4f9e45c2cf_28205.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ცესკომ "ნაციონალების" კანდიდატს აკმამედ იმამყულიევს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა
ცესკომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს აკმამედ იმამყულიევს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა. რვა ხმით ხუთის წინააღმდეგ ცესკომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის დადგენილება ძალაში დატოვა. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განმარტებით, კანდიდატი ვერ აკმაყოფილებდა კანონის იმ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, კანდიდატი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. "ნაციონალური მოძრაობა" და არასაპარლამენტო ოპოზიცია ცესკოს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს, რადგან, ანალოგიურ შემთხვევაში ცესკომ რეგისტრაციიდან მოხსნა ირაკლი ოქრუაშვილი, "ქართული ოცნების" ორ კანდიდატს კი რეგისტრაცია არ გაუუქმა. "მოტივი და მნიშვნელოვანი საფუძველი იყო ის, რომ კანონით მოთხოვნილი ორი წლიდან დაახლოებით ერთი წელი კანდიდატი არ იმყოფებოდა საქართველოში, რაც შემეხება პირადად მე და ერთგვაროვან გადაწყვეტილებებს - მეც და ჩემმა მოადგილემაც ოთხივე შემთხვევაში მივიღეთ აბსოლუტურად ერთგვაროვანი გადაწყვეტიილება და ოთხივე შემთხვევაში დავუჭირეთ რეგისტრაციიდან მოხსნას მხარი",-განაცხადა თამარ ჟვანიამ. აკმამედ იმამყულიევი ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ცესკო ხელისუფლების დირექტივას ასრულებს. "ცესკომ დაამტკიცა, რომ იგი პირდაპირ ასრულებს ხელისუფლების დირექტივებს ერთი მარტივი მიზეზის და ფაქტის გამო, რომ ანალოგიურ შემთხვევაში სახელისუფლებო კანდიდატებთან მიმართებაში ცესკომ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება - მათ რეგისტრაცია არ გაუუქმა. ზუსტად იგივე ადამიანებმა დღეს ხელი აუწიეს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას", - აღნიშნა გოგორიშვილმა. აკმამედ იმამყულიევი რეგისტრაციიდან მარნეულის საოლქო კომისიამ რამდენიმე დღის წინ მოხსნა. კომისიის გადაწყვეტილებას პარტიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.