Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/cms-image-000010033.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ცესკო კენჭისყრის დღეს განცხადება/საჩივრების წარდგენის წესებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღეს განცხადება/საჩივრების წარდგენის წესებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს საჩივრით მომართვაზე უფლებამოსილ პირებს, გაითვალისწინონ, რომ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე არსებულ დარღვევებთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივარი ცესკოში წარდგენის შემთხვევაში, საარჩევნო კოდექსის თანახმად განუხილველი დარჩება. როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებსა და რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებლებს უფლება აქვთ კენჭისყრის დღეს, პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო უბანზე არ ხდება საჩივრის ჩაბარება ან დაფიქსირებული დარღვევის აღმოფხვრა, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივრით დაუყოვნებლივ მიმართოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს და რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებლებს, ასევე უფლება აქვთ გაასაჩივრონ ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს დაფიქსირებული დარღვევები და მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც კენჭისყრის დღიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში მიღებულ განცხადება/საჩივარს გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო კომისია თავის მხრივ, განცხადება/საჩივარს, მისი რეგისტრაციიდან 2 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს. უფლებამოსილ პირებს, შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, ოქმის გასაჩივრება შეუძლიათ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში. კენჭისყრასთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები შეიძლება გასაჩივრდეს 2 კალენდარული დღის ვადაში შესაბამის რაიონულ ან საქალაქო სასამართლოში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.