პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით, "ინტერპრესნიუსმა" კომენტარი სთხოვა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩ ფილიპ დიმიტროვს.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ელჩი გუშინ ქართული ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალეს, დიმიტროვმა განახცადა - "ვიდეომასალა ცხადყოფს, რომ ქართულ ციხეში ხდებოდა რაღაც აღმაშფოთებელი. ბუნებრივია, ხალხი შოკირებულია; ასევე - ბუნებრივი უნდა იყოს ის, რომ ამ ფაქტის უკან მდგომი ადამიანები დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ. მნიშვნელოვანია, საქართველომ და კერძოდ მისმა მთავრობამ ნათლად დააფიქსირონ, რომ ასეთი აქტები დაუსჯელი არ დარჩება, მათზე პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება და დამნაშავეების მიმართ გამოყენებული იქნება ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა"
-აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.


მასალის გამოყენების პირობები